თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. ავარია თელავი- ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა. გარდაცვლილია მამაკაცი.
თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ცხენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა.
ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.