„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლის შემდეგ უკან შებრუნდა და ვეღარ გამოაღწია.
„სახლში დედა-შვილი და ამ ბიჭის დისშვილი იყვნენ. სახლიდან გამოვიდნენ და უკან შებრუნებულა, რა ვიცი, რა ჰქონდა ასაღები.ვეღარ გამოაღწია, სამწუხაროდ. მეხანძრეები რომ მოვიდნენ, კარგა ხანს აქრობდნენ და ეს ბიჭი არ ჩანდა. ახლა ელოდებიან კვამლის გაფანტვას, რომ მოსაძებნად შევიდნენ. ვფიქრობთ, რომ დაიღუპა"- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.
ამ წუთებში, დამწვარ სახლთან სახანძრო- სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იმყოფება, რომლებმაც ახალგაზრდა მამაკაცის საძიებო ოპერაცია უნდა ჩაატარონ.