გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა - ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა
1788685069
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა.
სირიის მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 100 ადამიანი. კიდევ ასობით დაშავდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლატაკიიდან დამასკომდე.
მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცავები და არმია.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.