„თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1751226440
თურქეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა სახელდება.
თურქეთში, დასავლეთ იზმირის პროვინციაში ხანძარი მეორე დღეა, მძვინვარებს, მდგომარეობას ძლიერი ქარი ართულებს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრეები საგანგებო ვითარებაში მუშაობენ.
საფრანგეთში კი ტყის ხანძარი სამხრეთ-დასავლეთ რაიონში, ოდისშია გავრცელებული, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ხანძარი ჯერ სრულად ლოკალიზებული არ არის.
მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, Meteo France-მა მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის 101 დეპარტამენტიდან 84-ში შუა კვირამდე ნარინჯისფერი საფრთხის დონე გამოცხადდა.