მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
თბილისში, მუხიანში ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი მეზობლებმა ნახეს.
ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, კაცი იმავე სადარბაზოში, მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. მეზობლების ვერსიით, კაცი ლიფტში ანთებული სიგარეტით შევიდა, ცუდად გახდა, ანთებული სიგარეტიდან ლიფტს ცეცხლი გაუჩნდა და 60 წლამდე ასაკის კაცი ჩაიწვა.