„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (ბაუ) მშობიარე ქალი გარდაიცვალა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, კლინიკაში აცხადებენ, რომ შემთხვევა დღეს მოხდა და გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. დამატებით კომენტარს კლინიკაში ამ ეტაპზე არ აკეთებენ.
მათივე ცნობით, ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 42 წლის იყო.
კლინიკასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაური იყო, ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოში უკვე შესულია შეტყობინება და ფაქტზე მოკვლევა დაიწყება.