"ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა..." - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1778618450
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. ის ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს.
რაც შეეხება დანარჩენ ტურისტებს, 2 მათგანი დაშავებულია, დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. დაშავებული 2 ტურისტი ვერტმფრენით მესტიაში ჩამოიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.