1775159088
თბილისში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა - არიან დაშავებულები
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისის ზღვაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.












