1745699128
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ თბილისის ზღვაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ცოტა ხნის წინ, სამაშველო სამსახურმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი წყლიდან ამოიყვანა.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ეთნიკური ინდოელი იყო. ის წყალში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მყვინთავებმა ცხედრის ამოყვანა შეძლეს.
მომხდარზე "პრაიმტაიმს" შსს-ში განუმარტეს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185