ტაიფუნის გამო, ვიეტნამში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

ტაიფუნი

ვიეტნამს ტაიფუნი „კაჯიკი“ დაატყდა თავს. სტიქიის გამო ქვეყანაში 586 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

ქარის სიჩქარე საათში 133 კილომეტრს აღწევს, ფიქსირდება ძლიერი წვიმა მოსალოდნელია წყალდიდობები და მეწყრები.

ქვეყნის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ სტიქია ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც ტაიფუნი იაგი, რომელსაც შარშან 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.