„...ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ წარმოუდგენელი იყო“ - პატრიარქის დაცვის უფროსი
1778012479
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გიორგი ყველაშვილის კუთვნილი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა დღეს, სოფელ ზემო ქედში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თბილისისკენ მიმავალ მფლობელს გზაში შეატყობინეს, რომ ბინას ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ავეჯი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ, თუმცა შენობა იმდენად ძველი და ამორტიზებულია, რომ ქონების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზად ელექტროსადენები სახელდება. მუნიციპალიტეტის მერია ოჯახს 5000 ლარით დაეხმარება.