„საქართველოს ხმაში“ რეკორდი მოხსნილია — ვინ არის გოგონა, რომელმაც ჟიური და მაყურებელი ერთად მოხიბლა
1747130314
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავარიის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ავტომობილში 4 ადამიანი იყო.
ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ შემთხვევა გვიან ღამით, მოხდა. მანქანის გადავარდნის დროს ორი გადმოხტა. ერთი დინებამ წაიღო. მეორემ გაცურვა მოასწორო, მისი ამოყვანა მაშველებმა მალევე შეძლეს. ხოლო ორი მანქანაშია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ოჯახის ახლობლის თქმით, მომხდარის შესახებ დეტალები დღეს გაიგეს და შესაბამის ზომებს მიმართავენ.
მისი თქმით ახალგაზრდები 25 წლამდე ასაკის არიან და სკოლის მეგობრები იყვნენ.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა.
მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს ბუნებრივ ნიშნულამდე.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.