7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ბათუმის ქუჩაზე მოხდა.
„ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებლის სახლის სახურავზე კორპუსში მცხოვრები მამაკაცი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების მიზნით ავიდა, სადაც უცნობი მამაკაცის ცხედარი ნახა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.
ფაქტი „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.