თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე "„უბარუს" მარკის მსუბუქი ავტომობილი ძროხას შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსხვილფეხა პირუტყვმა დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას Info.rustavi ავრცელებს.
როგორც მძღოლმა განაცხადა, ავტობანზე დაბალი სიჩქარით გადაადგილდება, რა დროსაც მოულოდნელად გზაზე ძროხა გამოჩნდა, მან ავტომობილის აცილება ვეღარ შეძლო და ცხოველს შეეჯახა.
ადგილზე იმყოფებოდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, რომლის თანამშრომლებიც ძროხის მეპატრონის იდენტიფიცირებას ცდილობდნენ.
კანონით, პირუტყვის უყურადღებოდ დატოვებისთვის, მეპატრონე 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს.