ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
რუსთავში, რუსთაველის ქუჩის საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, სასტუმროში 9 ოჯახია გადაყვანილი. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებლების ნაწილმა სასტუმროში გადაყვანაზე უარი განაცხადა და ახლობლებთან განთავსდა.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას, რუსთაველის ქუჩაზე სპეციალური ტექნიკით ნანგრევების გასუფთავების სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ცნობისთვის, რუსთავში სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად, 40 წლამდე პირი დაშავდა. ქალმა, რომელიც ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს, მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ადგილზე საპატრულო-კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებათა ეკიპაჟების სრული მობილიზაცია იყო.