ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ტიუმენის ოლქში მამაკაცმა ნადირობისას საკუთარ შვილს ესროლა. ამის შესახებ რუსული მედია გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ეს ყველაფერი რეგიონის სლადკოვსკის რაიონში მოხდა, როდესაც სოფელ მალინოვოს მცხოვრები და მისი ვაჟი სანადიროდ წავიდნენ. თუმცა, ნადირობის დროს კაცს ბიჭი ცხოველად მოეჩვენა და პირდაპირ თავში ესროლა. სამწუხაროდ, ბავშვი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. მამამ დაჭრილი სახლში წაიყვანა და იქ სასწრაფო გამოიძახა.
საქმე აღძრულია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. მამაკაცი შინაპატიმრობაშია.