1696234801
მოცურავეს ზვიგენი თავს დაესხა - მაშველებმა ცხედრის ნარჩენები იპოვეს (უცხოეთი)

ჩრდილოეთ ისრაელის სანაპიროზე, თელ-ავივთან ახლოს, ორშაბათს, მოცურავეს ზვიგენი დაესხა თავს. სამძებრო და სამაშველო ჯგუფებმა ცხედრის ნარჩენები სამშაბათს იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პერიოდში პლაჟი პოლიციას დახურული ჰქონდა.
აღმოჩენილი ნეშტი იდენტიფიკაციისთვის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტს გადაეცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკარგული მოცურავე 40 წლის მამაკაცი იყო ცენტრალური ისრაელიდან.