7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
დღეს, დმანისში რამდენჯერმე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ფრესკები ჩამოიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქვეყნებს.
„11 ივლისს დილას მომხდარი მიწისძვრის შედეგად (4,8 ml და 4,5 ml მაგნიტუდა; სოფელი სამება - დმანისის მუნიციპალიტეტი) ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ფრესკები კვლავ ჩამოიშალა.
ფრესკები ჩამოიშალა 2 მაისის მიწისძვრის დროსაც, რის გამოც 5 მაისს „საყდრისის კომიტეტმა“ ოფიციალური წერილით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დაუყოვნებლივ ქმედითი ღონისძიებების გატარება მოითხოვა, თუმცა ამაოდ.“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.