„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილია ქალი. შემთხვევა სოფელ კაჭრეთში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, პოლიციაშია გადაყვანილი.