ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქუჩაში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შემთხვევა სოფელ შრომაში მოხდა.
ადგილობრივებმა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი, ქუჩაზე გამავალ წყლის არხთან ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილი გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი უნდა დადგინდეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.