„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
ამ წუთებში, თეთრი არაგვის ხეობიდან, სადაც ვერტმფრენი ჩავარდა, ცხედრების ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.
ბოლო ცნობებით, ვერტმფრენში, დაახლოებით 8 ადამიანი იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა.
სამაშველო ჯგუფი დაშავებულების საძებნელად წავიდა, თუმცა, სამაშველო ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.