საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასაზღვრო ზოლთან, ტყეს ცეცხლი წაეკიდა.
ადგილზე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.
მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხეს.
ზარალის ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია.