მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და ორ წლამდე ბავშვი. წინასწარი ცნობით, დაშავებულები ნიგერიის მოქალაქეები არიან. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
კადრებს პირველი არხი ავრცელებს

