„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა...“ - ლიზი მოისწრაფიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
1786825142
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ბელარუსის 4 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, დაშვებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.