რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი - რას წერს ბიჭის ნათლია
1745907499
გერმანიაში ცნობილი მწერალი ქალი, 58 წლის ალექსანდრა ფრიოლიხი მოკლეს. ის ცნობილი იყო ბესტსელერებით რუსების შესახებ. ამის თაობაზე Nexta Live იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, მწერალი ბლაგვი საგნით მოკლეს. სამართალდამცველების ეჭვის ქვეშ მწერლის ახლო ნათესავი აღმოჩნდა.
ალექსანდრა ფრიოლიხი ცნობილი გახდა რომანით „ჩემი რუსი დედამთილი და სხვა კატასტროფები“. რომანი 2012 წელს გამოქვეყნდა და ის ფრიოლიხის და მისი რუსი ქმრის ისტორიაზე გვიამბობს. ამის შემდეგ ალექსანდრა ფრიოლიხმა დაწერა წიგნები „მოგზაურობა რუსებთან ერთად“, „სიკვდილი გარდაუვალია“ და „ჩონჩხები კარადაში“.
ალექსანდრა ფრიოლიხი ასევე რამდენიმე გერმანულ მედია საშუალებასთანაც თანამშრომლობდა.