მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
თბილისში მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.
როგორც თვითმხილველმა "პრაიმტაიმს" უამბო, ახალგაზრდა, რომელიც მოტოციკლს მართავდა, შეჯახებისას შველას ითხოვდა.
„საშინლად კიოდა ახალგაზრდა, მისმა განწირულმა ხმამ მთელი ქუჩა შეძრა. ის მოტოციკლს მართავდა. მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც ტაქსის ნიშანი ჰქონდა დამაგრებული. ადგილზე მალევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მოვიდნენ“. - ამბობს თვითმხილველი.
„პრაიმტაიმი“ მომხდარზე დამატებით ინფორმაციას არკვევს.
მომხდარი შემთხვევის ადგილმდებარეობას დაზარალებულის თხოვნით არ ვუთითებთ.