ფინეთში ვერტმფრენების შეჯახებას ორივე ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი ემსხვერპლა

ფინეთში ვერტმფრენების შეჯახებას ორივე ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი ემსხვერპლა

ფინეთში, ჰაერში ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

პოლიციის ცნობით, ჰაერში შეჯახება შუადღის შემდეგ, ქალაქ კაუტუასთან ახლოს მოხდა. ვერტმფრენების ნამსხვრევები ოჰიკულკუტიეს გზიდან დაახლოებით 700 მეტრში ჩამოვარდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთ ვერტმფრენში 3 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო მელრეში ორი.

სამოქალაქო ვერტმფრენები ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან აფრინდნენ და კოკემაკიში, პიიკაიარვის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ, რომელიც ევრას აეროპორტიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.