ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ხორვატიის მთებში ძაღლმა დაშავებული ტურისტი გადაარჩინა. მედიის ცნობით, ალასკური მალამუტი, მეტსახელად ნორტი 13 საათის განმავლობაში ათბობდა ტურისტს, როდესაც მამაკაცი გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
გრგა ბრკიჩი ხორვატიის მთიან რეგიონში ლაშქრობაში იმყოფებოდა, როდესაც დაეცა და მოძრაობა აღარ შეეძლო.
მასთან ერთად მყოფი მეგობრები ბრკიჩთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდნენ.
მაშველებმა ტურისტის უვნებლად ამოყვანა შეძლეს. მათი თქმით, ბრკიჩი სიკვდილს რვა თვის ალასკური მალამუტის დახმარების შედეგად გადაურჩა.