„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
27 მარტს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს.
„5-6 ბავშვი და ერთი მასწავლებელია გადაყვანილი. სავარაუდოდ, რომელიღაც ბავშვმა გაუშვა კლასში სპრეი, დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა, პოლიცია დაადგენს“, – ამბობს გოჩა დავითაძე.
შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.