ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ძმები დაშავდნენ ახმეტაში მომხდარი ავარიის შედეგად, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ალვანი- ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა.
ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ძლიერი შეჯახების შედეგად, სულ სამი პირი დაშავდა, რომელთაგან ორნი, ძმები არიან.
ექიმების განმარტებით, ამ წუთებში სამედიცინო კატასტროფის ბრიგადას, ერთ- ერთი ძმა თბილისში გადაჰყავს, მეორე ძმა და ავტომანქანის მძღოლი კი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში იმკურნალებენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.