ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლენტა

ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი,მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.