15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
გორი-ტყვიავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მიღებული ტრავმის შედეგად 22 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ამავე ავტომობილში მყოფი მეორე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.