1749217709
ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქი - ვაჩიანის გზატკეცილზე. ავარიას 20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა. დამწვარია მსუბუქი ავტომობილი.
„შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მივიდა, მანქანას უკვე ცეცხლი გაუჩნდა და ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენები უკვე მანქანიდან იყვნენ გადმოსული," - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. „პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.