ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 73 წლის პედაგოგი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქალს რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით გადაადგილების დროს დაეჯახა.
სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დაღუპული თელავის №3 საჯარო სკოლის პედაგოგი იყო.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სსკ 276- ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.