მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ნინოწმინდაში.
ინფორმაციას რადიო NOR-ზე დაყრდნობით „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს და წერს, რომ სოფელ ეფრემოვკასა და ჟდანოვაკანის დამაკავშირებელ გზაზე.ე.წ. მინივენის ტიპის მანქანა ასფალტის საპრეს მანქანას დაეჯახა, რომელშიც ოთხი ადამიანი იჯდა.
არსებული ინფორმაციით, სამი დაშავებული ნინოწმინდის ჰოსპიტალში სხვადასხვა დაზიანებებით შეიყვანეს, რომელთაგან ორი მალევე გაეწერა, ერთი კი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა. დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.