მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე კომაში იყო, გარდაიცვალა.
ავარია მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, სოფელ ლიაში, ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
29 წლის ლერი ღუჭუას გადასარჩენად სოციალურ ქსელში დახმარების სურვილი ბევრმა გამოთქვა და ანგარიშის ნომერიც დაიწერა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„რატომ, ასე რატომ გვატკინე გული. არ მჯერა, რომ აღარ გვეყოლები...“
„რა დასანანია ლერი, ამდენი იბრძოლე და ბოლოს მაინც ვერ გაუძელი. ვუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან დაგვაკლდები“, - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.