გაშიფრეს თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე
1745748244
სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში ვარკეთილში. კრიმინალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟები შუამთის ქუჩაზე არიან მობილიზებული.
„პრაიმტაიმის“ინფორმაციით, ბინაში ორი ძებნილი პირი იმყოფება, რომელთაგან ერთ-ერთი, ბ.შ კარის გაღების შემთხვევაში თავის აფეთქებით იმუქრება.
ორკვირიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს მიაკვლიეს და ამ დროისთვის მათ დასაკავებლად სპეციალურ ოპერაციას ატარებენ.
ცნობისთვის, 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული მ.ხ. ზუგდიდში დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა, ხოლო ორი თანმხლები პირი ამ დრომდე იძებნებოდა.