საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა - ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 11 ადამიანი.
აფეთქება ქალაქის ცენტრალურ, ტურისტებისთვის პოპულარულ - ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზები, თუმცა სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივი მედიაში მომხდარს სავარაუდო ტერაქტის უკავშირებენ და წერენ, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული.