აჭარაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

პოლიციის სირენა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

შემთხვევა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.