მძიმე ავარია სანაპიროზე - მოტოციკლი მანქანას შეეჯახა
1753282994
ესპანეთის საჰაერო შოუზე, 85 მილიონი დოლარის ღირებულების მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავის საქარე მინას თოლია შეეჯახა და გატეხა.
ფაქტის ამსახველი იშვიათი კადრების დაფიქსირება ფოტოგრაფმა შეძლო. შემთხვევა მაყურებელს არ შეუმჩნევია. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
საჰაერო შოუში მონაწილე Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავი მურსიაში, სან ხავიერის საჰაერო ბაზაზე მაყურებლების თავზე გადაფრენისას თოლიას შეეჯახა. ავიაციის ფოტოგრაფმა, ხავიერ ალონსო დე მედინა სალგერომ გადაიღო ოთხი კადრი, სადაც დაფიქსირებულია მომენტი, როდესაც ფრინველი სამიზნეს შეეჯახა და კაბინის საქარე მინაზე ნახვრეტი დატოვა.