ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
დავაკვირდეთ უახლეს ისტორიას - რამდენჯერ ვცადეთ გაერთიანება და არც ერთხელ არ გამოგვივიდა - 40 წელი გადის და ვერ გავერთიანდით. ჩვენი პრობლემა ეს არის, რომ მთავარ ნიშნულთან გაერთიანება გვჭირდება. ეს მისმა უწმინდესობამ, ნეტარხსენებულმა ილია მეორემ, ბოლომდე გვასწავლა და დაგვანახა. ახლა, ალბათ, უკვე ნაყოფის მომკის დროა და ვესავ უფალს, ახალი პატრიარქი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს," - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას.
მისივე განცხადებით, ყველა უნდა ჩავერთოთ ღვთისმსახურებაში, რადგან სხვაგვარად გაერთიანება არ გამოგვივა.
"საქართველოს ეკლესიის პატრიარქთა ისტორია და მათი მემკვიდრეობის ისტორია, მოყოლებული ანდრია პირველწოდებულიდან, გახლავთ უწყვეტი ღვთისმსახურების ისტორია.
აბსოლუტურად სამართლიანად აღინიშნა, რომ დღეს საოცარი მაგალითი ნახა საზოგადოებამ და ქართულმა ერთობამ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ერთობა, სად ხდება ამ ერთობის ნაყოფის მიღება და როგორ შეიძლება ეს მოხდეს. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ხდება ღვთისმსახურებაში.
მისი უწმინდესობა შიო მესამის ქადაგებებში, პატრიარქად აღსაყდრებამდე, მუდმივად დომინირებს ერთი ხაზი - მადლი სულისა წმინდისა, შეწევნა ღვთისა და აქ გაერთიანება.
დავაკვირდეთ უახლეს ისტორიას - რამდენჯერ ვცადეთ გაერთიანება და არც ერთხელ არ გამოგვივიდა - 40 წელი გადის და ვერ გავერთიანდით. ჩვენი პრობლემა ეს არის, რომ მთავარ ნიშნულთან გაერთიანება გვჭირდება. ეს მისმა უწმინდესობამ, ნეტარხსენებულმა ილია მეორემ, ბოლომდე გვასწავლა და დაგვანახა. ახლა, ალბათ, უკვე ნაყოფის მომკის დროა და ვესავ უფალს, ახალი პატრიარქი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ყველა ჩავერთოთ ღვთისმსახურებაში - სხვა ერთიანობა არ გამოვა, ვერ გავერთიანდებით, ეს ჩვენი ისტორიაა. ეს არ არის თეორია და თეზისი - ეს ფაქტია. ჩვენი ერთობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ სვეტიცხოველში, უფლის გარშემო, იმ ერთიანობის იდეასთან, რომელიც სიმბოლოა ეკლესიის და შემდგომ - საზოგადოების ერთობისა. ამის გარეშე ვერ გავერთიანდებით," - განაცხადა გიორგი გვასალიამ.