სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
თბილისის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი პიანისტის ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მუსიკოსის, უდიდესი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო.
მან დიდი კვალი დატოვა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, როგორც შემსრულებელმა და როგორც პედაგოგმა.
ვიზიარებ ლექსო თორაძის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების, მთელი საქართველოს მწუხარებას!“, - წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, 11 მაისს 69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა.