„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ვინ ითხოვს დამოუკიდებელი მედიის სანქცირებას ევროკავშირში - ევროპარლამენტარების - მარიუშ კამინსკისა და მალგოჟეტა გოშევსკას შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გაასაჯაროვა.
ვასილ მაღლაფერიძის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კამინსკის მიმართ პოლონეთში დღესაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები, დეპუტატს ევროპარლამენტმა იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა, ახლა კი დღის წესრიგში მისი მეორედ გაუქმებაა. ის ორჯერ უკვე იყო დაპატიმრებული, დღეს კი მას ვარშავის საგამოძიებო უწყებები ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და პროკურორების ფარულად ჩაწერას და დისკრედიტაციას ედავება.
სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მალგოჟეტა გოშევსკას მიმართაც, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის არასათანადო გამოყენებასა და ძალაუფლების გადამეტებას ედავებიან.
"ბატონი მარიუშ კამინსკი პოლონეთის სეიმის რამდენიმე მოწვევის წევრია - 2006-2009 წლებში, იყო პოლონეთის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი 2025-2023 წლებში. 2007 წელს, პოლონეთს პარტია "კანონი და სამართალი" კოალიციურად მართავდა "სამოობორონას" ერთად, რომლის ლიდერი ანჯეი ზბიგნევ ლეპერი ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. ლეპერის გავლენის შესუსტების მიზნით, მისი მოცილება გადაწყვიტეს. დაიგეგმა სპეცოპერაცია, რისი მიზანიც იყო იმის დამტკიცება, რომ ლეპერი ქრთამის სანაცვლოდ ახდენდა სასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ჩავარდა, მარიუშ კამინსკის უწყებამ ლეპერი წარმოადგინა არა როგორც ეჭვმიტანილი, არამედ უკვე მხილებული დამნაშავე. ამის შედეგად, ლეპერის კარიერა განადგურდა და 2001 წელს ლეპერმა თავი მოიკლა.
ვარშავა ცენტრის რაიონულმა სასამართლომ, მიწის ნაკვეთების საქმის გამო, მარიუშ კამინსკი დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ქრთამის პროვოცირებისათვის, სამიზნის პოლიტიკური მიზნით შერჩევისათვის და მას სამი წლის თავისუფლების აღკვეთა და 10 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა. პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, რომელიც მისი თანაპარტიელი იყო, ის შეიწყალა.
მრავალწლიანი დავის შემდეგ, 2023 წელს, ივნისში, პოლონეთის უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ 2025 წლის შეწყალება უკანონო იყო. მარიუშ კამინსკი საბოლოოდ დამნაშავედ ცნო. კენჭი იყარა და გახდა ევროპარლამენტარი. 2027 -დან 2022 წლამდე პერიოდში კამინსკის უწყებაში პეგასუსის მეშვეობით, თვალთვალი, სულ მცირე, 578 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. მსხვერპლთა შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, დამოუკიდებელი პროკურორები და ჟურნალისტები, რომელთა პირადი მონაცემებიც შემდგომში მათ წინააღმდეგ პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენებოდა.
გამოძიება გრძელდება და ამ საქმეში მთავარ პასუხისმგებელი პირად სწორედ ევროპარლამენტარი მარიუშ კამინსკი მიიჩნევა რომელიც, როგორ უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, დღეს ქართული მედიის დასანქცირების პრობლემებით არის დაკავებული.
მალგოჟეტა გოშევსკა - მისი თანაპარტიელი, "კანონი და სამართლის" წევრია, პოლონეთის სეიმის წევრი და ვიცესპიკერი იყო. დღეს ისიც ევროპარლამენტარია. ის ღიად, არაერთგზის აცხადებს, რომ მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე დაასანქციროს. გოშევსკა აქტიურად იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ კამპანიაში და მოითხოვდა პოლონეთში მის სამკურნალოდ გადაყვანას. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 2023 წელს ევროპელ ექიმთა ჯგუფი რომ ჩამოვიდა (სინამდვილეში, ესენი პოლონელი მედიკოსები იყვნენ), რომელთაც პროტოკოლის დარღვევით, ფარულად აიღეს ბიოლოგიური მასალა.
ევროპარლამენტში გოშევსკას აქტიურობა იმის მცდელობად აღიქმება, რომ ის ცდილობს, გადაფაროს ქვეყნის შიგნით მის მიმართ არსებული სამართლებრივი პრობლემები. დეპუტატის მტკიცებით, 2022-2015 წლებში, საპარლამენტო მუშაობისთვის მან გაიარა მანქანით 240 000 კილომეტრი. მედიაში წერენ, რომ ეს დაახლოებით იმდენია, ექვსჯერ რომ შემოევლო დედამიწისთვის. ის ამტკიცებდა, რომ ეს მანძილი გავიარეო. ქალბატონს ეკუთვნის თვითმფრინავით მოგზაურობის რეკორდიც, რასაც ედავებიან თვითონ. მან 10 თვეში 11 ქვეყანაში იმოგზაურა. პოლონეთის პროკურატურა მასალების შეგროვებას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს თვეებში, ევროპარლამენტს გროშევსკასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით მიმართონ," - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ ბრიფინგზე.