ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
თბილისის მერი კახა კალაძე მეგი ბანცაძეს შეხვდა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ლაზარე ლობჟანიძეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. კახა კალაძემ მას მოზარდისთვის გაწეული გადაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ალბათ ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს მადლიერებას, რაც თქვენს მიმართ გამაჩნია. თქვენ არა მხოლოდ ლაზარე გადაარჩინეთ, გადაარჩინეთ მისი ოჯახი, მეგობრები, ყველა ჩვენგანი აგვარიდეთ კიდევ უფრო დიდ უბედურებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მეგი ბანცაძემ მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა. მისი თქმით, მოზარდს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა, რაც საბედნიეროდ შეძლო.
„ბედისწერა იყო, რომ ზუსტად ლაზარეს წინ აღმოვჩნდი. ერთი წუთით არ შეიძლებოდა დაგვიანება. როგორც კი პულსი წამოვიდა, მივხვდი, რომ ლაზარე გადარჩა. ბედნიერი ვარ, რომ იმ მძიმე წუთებში იქ აღმოვჩნდი და ბავშვის დახმარება შევძელი“, - განაცხადა მეგი ბანცაძემ.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264