პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
თბილისში, გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში მოხდა.
დაშავებულები, საშუალო ასაკის მამაკაცები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმის შეფასებით, პაციენტებს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ, მათ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი თავდაპირველად მანქანას გაუჩნდა და გაზგასამართ სადგურზე გავრცელდა.
აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება. აფეთქების გამო ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას დროებით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.