შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
გუდაურთან, სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, დღეს მეუფე შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
გმირები უკანასკნელ გზაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა გააცილეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე გარდაცვლილების კოლეგები და მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ ყველაზე ემოციური კადრები საკუთარი ობიექტივში აღბეჭდა.









