„უკვე ერთი თვეა, დაკარგულია...“ - იტალიური მედია ქართველის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს

იტალია

იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ. 

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„უკვე ერთი თვეა, რაც უგზო-უკვლოდ დაკარგულია იტალიის ქალაქ რეჯო-კალაბრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ბადრი ჭელიძე. ბოლოს ის ნახეს კატანძაროში, რეჯოს გზაზე.

თუ რაიმე ინფორმაციას ფლობს, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამართალდამცავ ორგანოებს ან RTV – Reggio Tv-ს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.