მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინაში გუშინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს სამშობლოში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ. საქართველოს საელჩო საჭირო პროცედურებს ხვალიდან დაიწყებს.
აფხაზეთიდან დევნილი კახა გოგოლი უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ლუჰანსკის ოლქში, სოფელ ტაშკოვკასთან იბრძოდა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ საბრძოლო მიმართულებად მიიჩნევა.
უკრაინაში თითქმის 5-თვიან ომს უკვე 17 ქართველი მებრძოლი შეეწირა.