თურქეთში, მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა

კერქ

თურქეთში ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ჰაითაში ცეცხლი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს გაჩნდა. განხორციელდა ახლო მდებარე დასახლებების ევაკუაცია.

ხანძარია იზმირშიც. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საჭირო გახდა 50000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

ხანძრების გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება.