მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური გაიმართა. ისრაელის წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს და კახეთს ეწვივნენ.
ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა. ისრაელის მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და პოსტებს ამზადებენ. საქართველოს შესახებ სტატიებს ისრაელის პოპულარული სამოგზაურო გამოცემები Atmosphera, Roa Olam, Passport News, ასევე ისრაელის უმსხვილესი ავიაკომპანიის ELAL airline-ისა და Israir Airlines საბორტო ჟურნალები გამოაქვეყნებენ.